საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 04.12.2015
ნანახია: 1676

გლობალური უსაფრთხოების საკითხებსა და რუსეთის მიერ ძირითადი პრინციპების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება გიორგი კვირიკაშვილმა ეუთოს პლენარულ სესიაზე. მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას კვირიკაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგი მოითხოვა. ეუთოს 2015 წლის მინისტერიალი ბელგრადში იმართება. მას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე