ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ

საქართველო, თბილისი - 09:49 | 04.12.2015
ნანახია: 1618

დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბება. სხდომაზე ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილება. როგორც მთავრობის პრეს-სამსახურში აცხადებენ, დღევანდელ სხდომას პრემიერ-მინისტრი არ დაესწრება. თბილისში არ იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეც. შეტყობინება ყველა მუდმივ წევრს გაეგზავნა, თუმცა მათი მხრიდან დასწრების თაობაზე დასტურს პროცედურა არ ითვალისწინებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე