რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა საქართველოს ტერიტორების ოკუპაცია და ეს არ დაწყებულა 2008 წელს - ბახტაძე
საქართველო, თბილისი - 11:17 | 12.09.2018 ნანახია: 915
რუსეთი არის აგრესორი, მან მიიღო საქართველოში შემოჭრის გადაწყვეტილება და დაიწყო საომარი ოპერაციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძეს ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია”.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არ მოუსმენია, თუმცა ამ საკითხზე კომენტარი არაერთხელ აქვს გაკეთებული.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ იგივეს, რუსეთი გახლავთ აგრესორი, მან მოახდინა საქართველოს ტერიტორების ოკუპაცია და ეს არ დაწყებულა 2008 წელს, ეს დაიწყო გაცილებით ადრე, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ეს ყველაფერი იწყება 90-იანი წლების დასაწყისიდან. რუსეთი არის აგრესორი, მან მიიღო საქართველოში შემოჭრის გადაწყვეტილება და დაიწყო საომარი ოპერაციები. მოახდინა ჩვენი მოსახლეობის გამოდევნა, ჩვენი ისტორიული მიწებიდან და მივიღეთ ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელზეც მე ვსაუბრობ ყველა ფორმატში, ეს არის ჩვენი შეფასება, ეს არის ჩვენი მეგობრების შეფასება. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას. არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, რომ რუსეთი ემზადებოდა ომისთვის, ემზადებოდა საკმაოდ სისტემურად და ქმნიდა იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც საქართველოში მათ საშუალებას მისცემდა, ეს სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინათ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა, რომ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საგარეო ორიენტირები, რომელიც გაცხადებულია ჩვენს მიერ და რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ, ეს არის საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს გახლავთ საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობა და ეს გახლავთ საქართველოში ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობა. ამ მიზნებიდან და ამ ფილოსოფიიდან გამომდინარე, მივიღეთ ჩვენს გადაწყვეტილება და ეს არაერთხელ ავხსენი”, – დასძინა პრემიერმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















