არ გვჭირდება ვარსკვლავბიჭუნებით მართული ქვეყანა - დავით უსუფაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:53 | 11.09.2018
ნანახია: 712

„ჩვენ გვჭირდება ინსტიტუტებით, კანონით მართული სახელმწიფო და არა ვარსკვლავბიჭუნებით, გადამრჩენელებით, მესიებით მართული ქვეყანა,“- ამის შესახდბ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან კარგად და გააგრძელა ძალიან ცუდად და დაასრულა ძალიან ცუდად. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო დემოკრატიულად ვერ ვითარდება,“- აღნიშნა უსუფაშვილმა.

„მსოფლიო თავდაყირა“ - მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით დილიდან საერთაშორისო კონფერენცია იმართება, ყველა გავლენიანი დასავლელი ექსპერტი თბილისშია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე