ტურისტების ზრდის კუთხით ჩვენ მსოფლიოში მოწინავე ადგილზე ვართ - გიორგი ჩოგოვაძე
საქართველო, თბილისი - 16:38 | 10.09.2018 ნანახია: 1401
მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველომ მე-4 პოზიცია დაიკავა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO ) 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშში წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, ტენდენციები და აქტივობები, რომელიც ტურიზმს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით, ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად შემდეგ ქვეყნებში გაიზარდა
ეგვიპტე 55%
ტოგო 46%
ვიეტნამი 29%
საქართველო 27.9%
ზრდის მიმართულებით საქართველომ გაუსწრო ტურისტულად განვითარებულ შემდეგ ქვეყნებს: საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი და ა.შ.
ანგარიშის მიხედვით საქართველო ისეთ ტურისტულად სწრაფად მზარდ ქვეყნებთან ერთად აღმოჩნდა, როგორებიც არიან: ეგვიპტე, ტოგო და ვიეტნამი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო ტურისტული ზრდის მიხედვით მსოფლიში მოწინავე პოზიციებს იკავებს. გასულ წელს საქართველომ ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით გასულ წელს მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშს აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე:
“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით წამყვანი პოზიცია დაიკავა, როგორც იცით 2016 წელს, ტურისტულად სწრაფად მზარდი ქვეყნების სიაში საქართველომ ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ის წარმატება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ტურისტების რაოდენობის ზრდაში მიაღწია, არამარტო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია საქართველოს მასშტაბით, არამედ ამ მიმართულებით ჩვენ მსოფლიოში მოწინავე ადგილზე ვართ, რაც საერთაშორისო ანგარიშებში აისახა.“- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















