პარტია მარტო ბიძინა ივანიშვილი არ არის, მასში უამრავი ადამიანია - გუგული მაღრაძე

საქართველო, თბილისი - 12:14 | 07.09.2018
ნანახია: 1311

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გუნდი მიიღებს.

"პარტია გადაწყვეტს, ვის და როგორ დავუჭერთ მხარს. დაველოდოთ, ხვალ ყველაფერი გახდება ცნობილი. ფინანსური მხარდაჭერაც პარტიის დონეზე იქნება გადაწყვეტილი. პარტია მარტო ბიძინა ივანიშვილი არ არის, მასში უამრავი ადამიანია“, - განაცხადა მაღრაძემ. 

საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი სავარაუდოდ 9 სექტემბერს გააჟღერებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე