პრემიერი ბიზნესს დღგ-ს დაბრუნების პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 14:47 | 06.09.2018
ნანახია: 1073

მთავრობა ბიზნესს დღგ-ს დაბრუნების პროცესში აქტიური  ჩართვისკენ მოუწოდებს. როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, პროცესი 1-ელი იანვრიდან დაიწყო და ამ დროისათვის კერძო სექტორისათვის 280 მლნ ლარია დაბრუნებული.

„სამწუხაროდ, წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში ძალიან მტკივნეული გამოცდილება აქვს ქართულ ბიზნესს დღგ-ს დაბრუნების პროცედურებთან დაკავშირებით, ვინაიდან დღგ-ს დაბრუნება პირდაპირ კავშირში იყო, რომ საწარმოში ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შესულიყო ან საგადასახადო ორგანოები, ან ფინანსური პოლიცია. ეს იყო ძალიან მავნე პრაქტიკა, რომელმაც ქართული ბიზნესი დააზარალა. მსურს, მოვუწოდო მეწარმეებსა და ქართულ კომპანიებს, უფრო იაქტიურეთ, შეავსეთ განაცხადები.

ჩვენი მიზანია, ქართული კომპანიების მიმდინარე წელს 0.5 მლრდ ლარამდე თანხა დაუბრუნდეს. ეს პროცესი არის ძალიან კომფორტული, მარტივი და ძალიან მეგობრული. მესმის, რომ წარსულის გამოცდილება ამ ნაწილში არის მძიმე, მაგრამ ჩვენ ერთობლივად უნდა ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე, ახალი, სამართლიანი თამაშის წესები. მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს მაქსიმალურად ჩაერთოს პროცესში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე