საქართველოსა და ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა დღეს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:28 | 06.09.2018
ნანახია: 1172

უეფა-ს ერთა ლიგის პირველ თამაშში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ყაზახეთს დაუპირისპირდება.

„ასტანა არენაზე“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა პირველი ვარჯიში უკვე გამართეს. 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის თქმით, გუნდის მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა და ნაკრების წევრები ტურნირის წარმატებით დაწყებას შეეცდებიან. 

ყაზახეთი-საქართველოს შეხვედრა ასტანაში დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე