ლარი გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:45 | 06.08.2018
ნანახია: 1175

6 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4500 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც

დღეს მოქმედებდა, 2.4484 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში - 0.16 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8261 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8340 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.79 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4733 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.1698 ლარი ეღირება. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 აგვისტოდან შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე