მართვის მოწმობის ვადა ჯარიმების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული

საქართველო, თბილისი - 16:45 | 03.12.2015
ნანახია: 1712

1-ელი იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება , - ამის შესახებ შს მინისტრის მაოდგილე შალვა ხუციშვილმა ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. 
"2016 წლის 1-ელ იანვარს ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა განურჩევლად კატეგორიისა. 1-ელი იანვრიდან მომდევნო წლის 1-ელ იანვრამდე მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის) დააკლდებათ ქულები ", - განაცხადა ხუციშვილმა. 
მისივე განმარტებით, ქულათა სისტემა გადახედვას საჭიროებს, რის გამოც მის საბოლოო ვარიანტზე დღესდღეობით საუბარი არ შეუძლია.

ცნობისათვის, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები წლის ბოლოს ანულირდება და ყოველი წლის 1-ელი იანვრიდან მას კვლავ ახალი 100 ქულა მიენიჭება




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე