მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი გამოძიებას დროის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 17:22 | 26.07.2018
ნანახია: 998

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი გამოძიებას დროის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. თემურ აბაზოვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხის განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

აბაზოვი აცხადებს, რომ სამართალდამცავები დროს შეგნებულად აჭიანურებენ, რადგან მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვთ. მარნეულის ყოფილი მერის თქმით, მისი ხმის ნიმუში გამომძიებლებმა, მხოლოდ და მხოლოდ, 10 დღის წინ აიღეს.

მარნეულის ყოფილი მერი აცხადებს, რომ პროკურატურამ არასწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

აბაზოვი ოპოზიციასაც აკრიტიკებს. მისი თქმით, ყველამ იცოდა, როგორ პატივს სცემდა ის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს და სწორედ ეს გამოიყენეს მის წინააღმდეგ.

რუსთავის სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს, სადაც შეკრებილები თემურ აბაზოვის გათავისუფლებას ითხოვენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე