სახელმწიფო რთველს აღარ დაასუბსიდირებს

საქართველო, თბილისი - 16:10 | 26.07.2018
ნანახია: 1276

მიმდინარე წელს სახელმწიფო რთველს აღარ დაასუბსიდირებს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აკეთებს. მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო მთლიანად გამოდის თანადაფინანსებიდან და დახმარებიდან.

 “მალე დაიწყება რთველი და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვიწყებთ რთველს და არის გაუმჯობესება ამ მიმართულებით. სახელმწიფო მთლიანად გამოდის თანადაფინანსებიდან და დახმარებიდან, მათ შორის სუბსიდირების რეჟიმიდან. ჩვენ შარშან ფაქტიურად სუბსიდია აღარ გვქონდა, თუმცა გვქონდა გარკვეული კომპენსაციები სპირტის წამოებისთვის. ახლა შევაფასებთ და ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროებაც აღარ არის. თუმცა სამუშაო ჯგუფი იარსებებს ისე, როგორც წინა წლებში. ეს ხარისხის კონტროლის და აღრიცხვიანობის კუთხით კარგი მიღწევაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო შეიძლება დარგს დაეხმაროს პოპულარიზაციის ღონისძიებების დაფინანსებით და ამ მიმართულებით დაფინანსება შეიძლება კიდეც გაიზარდოს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე