ნატოს ფარგლებში სომხეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია - ნიკოლ ფაშინიანი

საქართველო, თბილისი - 13:49 | 26.07.2018
ნანახია: 972

საქართველოსა და სომხეთს, სამწუხაროდ, სხვადასხვა საგარეო პოლიტიკა აქვთ, თუმცა ნატოს ფარგლებში სომხეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ეხო მოსკვისთან“ ინტრევიუში განაცხადა.

 „ჩვენ პირველი წელი არ არის, რაც ნატოსთან ვთანამშრომლობთ, ეს ძალიან დიდი ხანია გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. ეს თანმშრომლობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ეს თანმშრომლობა ამ მეთოდით რეგიონალური თანამშრომლობაცაა - ამ ფარგლებში ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ და საქართველოს სხვადასხვა საგარეო პოლიტიკა გვაქვს, ჩვენ გვჭირდება ამ სიტუაციის დაბალანსება. სომხეთისთვის ნატოს ფარგლებში საქართველოსთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშბა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხეთი ნატოში გაწევრიანებისკენ არ ისწრაფვის.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე