სარალიძე და მაჩალიკაშვილი სტრასბურგში საერთაშორისო სახალხო დამცველს შეხვდებიან

საქართველო, თბილისი - 13:13 | 26.07.2018
ნანახია: 1097

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა და სპეცოპერაციისას მოკლული  თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი 5 აგვისტოს სტრასბურგში გაემგზავრებიან. აღნიშნული ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა მიაწოდა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, სარალძე-მაჩალიკაშვილის საქმით ამერიკელი უფლებადმაცველები დაინტერესდნენ.

„მიწვეულები არიან სტრასბურგში. მათთან შეხვედრით დაინტერესებულია საერთაშორისო სახალხო დამცველი, ასევე ის უფლებადამცველები, რომლებიც სტრასბურგის თემებზე მუშაობენ.  ამერიკელებმა განახორციელეს ბილეთების და სასტუმროს ხარჯების დაფარვა“, - აცხადებს კუბლაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 14:00 საათზე "ქრონიკა+",-ის ოფისში ბრიფინგი გაიმართება. 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე