მერია თბილისის ადაპტირების სამწლიანი გეგმის განხორციელებას იწყებს

საქართველო, თბილისი - 15:04 | 03.12.2015
ნანახია: 1620

2016 წლის იანვარიდან თბილისის მერია ქალაქის ადაპტირების სამწლიანი გეგმის განხორციელებასდაიწყებს. გეგმის ფარგლებში, უნივერსალური დაპროექტების პრინციპების გათვალისწინებით, მოხდება 315 მუნიციპალური შენობა-ნაგებობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ადაპტირება.სამშენებლო პროექტისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში 14 000 000 ლარიგამოიყოფა.

ადპატირების სამწლიანი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, გზის სავალი ნაწილის, სარეკრეაციო ზონების, კულტურული და სპორტული დაწესებულებების, ბაგა-ბაღების და ადმინისტრაციული შენობების ხელმისაწვდომობას ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის.

თბილისის ადაპტირების გეგმის განხორციელებაში მონაწილეობას მერიის საქალაქო სამსახურები  და რაიონული გამგეობები მიიღებენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე