სოფელ ჯვარში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 26.07.2018
ნანახია: 852

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.

ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილის მეორე მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია 276 მუხლის მეხუთე ნაწილით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე