ძლიერი აფეთქება ანკარაში

საქართველო, თბილისი - 17:02 | 23.07.2018
ნანახია: 971

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გამოცემა Star-ის ცნობით, აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 15:00 (თბილისის დროით 16:00) საათზე გაისმა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა ქალაქის რამდენიმე რაიონში გაიგეს. აფეთქება ერიამანის რაიონში მოხდა.

პოლიციას მოსახლეობის დიდმა როდენობამ მიმართა და აფეთქების შესახებ აცნობა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მომხდარის მიზეზების დადგენა დაიწყეს.

ამ მომენტისთვის აფეთქების მიზეზები დაუდგენელია. ასევე უცნობია მომხდარის სხვა დეტალებიც.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე