საქართველო ყირიმის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 19.07.2018
ნანახია: 922

საქართველო, ალბანეთი, ნორვეგია, უკრაინა და მონტე-ნეგრო ყირიმის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. ამის შესახებ ევროსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის - ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემოიღეს ყირიმის სანქციები.

ევროკავშირმა მორიგ ჯერზე ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციები 18 ივნისს გააგრძელა. იმპორტის, ექსპორტის სფეროებში, ინვესტიციებსა და ტურიზმში შემზღუდავი ზომები 2019 წლის 23 ივნისამდე დადგინდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე