როგორ გამოვიძინოთ კარგად ძლიერ სიცხეში

საქართველო, თბილისი - 15:35 | 18.07.2018
ნანახია: 1316

ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს ძილის რიტმი დარღვევა და სტრესის ერთ-ერთ ფაქტორად იქცეს. ექიმები გვირჩევენ ხუთ ხერხს, რომელიც დაგვეხმარება ძილის გაუმჯობესებაში ცხელ ამინდში.

ყველაზე მნიშვნელოვანია შეიქმნას ჰაერის კარგი ცირკულაცია, ეს ეფექტურად გააგრილებს საძინებელს და აავსებს ჟანგბადით. მეორე აუცილებელი მომენეტი - ეს არის მიეჩვიოთ ძილს პლედის გარეშე, ან უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენოთ თხელი ბამბის გადასაფარებელი.

ასევე ცივი შხაპი ან აუზში ბანაობა ძილის წინ კარგად გამოძინების საუკეთესო საშუალებაა. სხეულის ტემპერატურის დაწევა დაგეხმარებათ სწრაფად დაძინებასა და ძილის ღრმა ფაზაში შესვლაში.

არსებობს კიდევ ორი საჭირო ფაქტორი - თავი აარიდეთ კოფეინის, ალკოჰოლისა და კალორიული საკვების მიღებას დღის მეორე ნახევარში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე