რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია მაინც გაგრძელდება - ოთარ კახიძე
საქართველო, თბილისი - 13:38 | 17.07.2018 ნანახია: 1066
რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია მაინც გაგრძელდება, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის განცხადება სიურპრიზი არ არის.
მისივე თქმით, სიახლე არ არის, რომ რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია, თუმცა საქართველოს სწორედ იმიტომ სურს ალიანსის წევრობა, რომ დაცული იყოს რუსული აგრესიისგან.
"ჩვენი ქვეყანა უკვე 200 წელზე მეტია, რუსეთის მსხვერპლია. ჩვენ, ისევე როგოც ბალტიის ქვეყნებმა, უნდა მოვახერხოთ და დავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე. ასევე, უკიდურესად წინააღმდეგი იყო რუსეთი, თავის დროზე, ჯერ ჩეხეთის, უნგრეთის და პოლონეთის ნატო-ში გაწევრიანების, ხოლო 2004 წელს, როდესაც ლიტვა, ლატვია და ესტონეთი შევიდნენ ნატო-ში, საერთოდ ისტერიკა ჰქონდათ მოწყობილი, მაგრამ დროთა განმავლობაში ნატო ფართოვდება. ნაბიჯები იდგმევა და აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ გავხდებით ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრები. სწორედ მაშინ მოგვარდება და დალაგდება ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან, როდესაც უკვე ვეღარ ჩათვლის, რომ ჩვენთან ადვილად გაუვა რაიმე მოქმედება”, – განაცხადა კახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დრო აუცილებლად დადგება, ეს არის 2008 წლის გადაწყვეტილება, რომლის ერთგულიც რჩება ნატო. მისივე თქმით, ჩვენ უბრალოდ ამ მომენტს უნდა დაველოდოთ, ისევე როგორც ამ მომენტს ელოდებოდა იგივე ლიტვა, ლატვია, ესტონეთი 2004 წლამდე.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















