საჯარო აქტივობები მე უკვე დავასრულე - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:51 | 13.07.2018
ნანახია: 813

 

საჯარო აქტივობები მე უკვე დავასრულე და ეს არაერთხელ ვთქვი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სვეტიცხოვლის ეზოში განუცხადა, სადაც სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ წირვა-ლოცვას დაესწრო.

მისი თქმით, პოლიტიკასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„რა პოლიტიკაზეა საუბარი, არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ პოლიტიკაზე, მე აქ დღესასწაულზე ვარ მოსული. საჯარო აქტივობები მე უკვე დავასრულე და ეს არაერთხელ ვთქვი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე