საქართველო ხელს უწყობს ევროატლანტიკურ სტაბილურობას და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში - მარგველაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:51 | 12.07.2018 ნანახია: 945
გიორგი მარგველაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიისათვის განცხადებები გააკეთეს და შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს იმ ძალისხმევისათვის, რომელიც მან გასწია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.
"ბატონო სტოლტენბერგ, ნება მომეცით, პირადად გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებაში ჩადებული ძალისხმევისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მნიშვნელოვანი შეხვედრების ორგანიზებისათვის, რომლებიც დღეს გაიმართება.
ჩემი ქვეყნისთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს უსაფრთხოება, მომავალი და სტაბილურობა უკრაინასთან ერთად განვიხილოთ. საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი ხელს უწყობს ევროატლანტიკურ სტაბილურობას და ერთერთ უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.
ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ერთერთი მთავარი კონტრიბუტორი ვართ, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაღრმავებთ ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგს და მოხარულნი ვართ, რადგან შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესია და მჯერა, რომ ამ კონტექსტში საქართველოს ჩართულობა მეტი უსაფრთხოების და სტაბილურობის მომტანი იქნება რეგიონისთვის. რამდენიმე წუთში, როგორც აღვნიშნე, მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის საკითხებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას განვიხილავთ. ჩვენს მოკავშირეებთან ვიმსჯელებთ თუ როგორ გავხადოთ საქართველო უფრო სტაბილური და უსაფრთხო, როგორ გავაძლიეროთ უკვე არსებული ნატო-ს ფორმატები, რომლებიც ჩემს ქვეყანას ეხმარებიან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, მოკავშირეებთან უფრო ქმედით თანამშრომლობაში და საბოლოო მიზნის, ნატო-ში გაწევრიანების მიღწევაში.
ყველა ვთანხმდებით, რომ რომ ნატოს და საქართველოს განსაკუთრებული პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებთ, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ თანამშრომლობა კონტრდაზვერვის, უსაფრთხო კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. მომავალ წელს ვგეგმავთ ძალიან ინტენსიური წვრთნების ჩატარებას ჩვენ მოკავშირეებთან ერთად.
ჩემი პოზიცია, რომელსაც ბევრი ჩვენი მეგობარი და მოკავშირე იზიარებს არის ის, რომ ქართველი ხალხი, მათი შესაძლებლობების, თავდადებისა და საერთო ტვირთის გაზიარების გათვალისწინებით, ვიმსახურებთ ალიანსთან სწრაფ დაახლოებას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
იენს სტოლტენბერგმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისათვის.
"უკვე ათი წელია, რაც ნატო-საქართველოს კომისიის პირველი შეხვედრა შედგა. ამ დროში ჩვენი პარტნიორობა გაძლიერდა და განმტკიცდა. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის უნიკალური, თქვენ ბრძანდებით ალიანსის ერთერთი ყველაზე ქმედითი პარტნიორი და სანდო მეგობარი. ჩვენი პარტნიორობა აძლიერებს, როგორც საქართველოს, ისე ნატოს და უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის მას.
საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებში, მადლობას გიხდით მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში თქვენი კონტრიბუციისათვის და ვაფასებთ იმ მსხვერპლს, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო და იმ წვლილს, რომელიც შეაქვს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხებში. საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ლიდერები დიდ ძალისხმევას გაწევენ იმისათვის, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელიც თქვენ რეფორმების კუთხით განახორციელეთ და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს. არსებით პაკეტი, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხებს ეხება, იმუშავებს თქვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ, როგორც პოლონეთის სასწავლო წვრთნებში, ისე ნატოს სასწავლო წვრთნებში თბილისში. მე ველი წევრთა თანამშრომლობას ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებში. ასევე მსურს მადლობა გადაგიხადოთ, იმისათვის რა წვლილი შეიტანეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონში.
ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მივესალმებით თქვენს სურვილს მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ეროვნული თავდაცვის საკითხებს მოახმაროთ. მადლობა პრეზიდენტო მობრძანებისთვის და თქვენი ჩამოსვლით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება",- აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















