ავარია, რომელიც ჯორჯ ქლუნს შეემთხვა, სათვალთვალო კამერამ გადაიღო (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:37 | 11.07.2018
ნანახია: 1371

Mercedes-თან ჯორჯ ქლუნის სკუტერის შეჯახების მომენტი სათვალთვალო კამერამ გადაიღო. ინციდენტი კუნძულ სარდინიაზე მოხდა.

მსახიობმა ავტომობილს თავი დაარტყა და საავადმყოფოში მენჯის, მუხლისა და ხელის ტრავმებით მოხვდა. გაცილებით სერიოზული დაზიანებისაგნ ის ჩაფხუტმა იხსნა.

ავარია გუშინ დღისით მოხდა, როდესაც ქლუნი სერიალ „მახე 22“-ის გადასაღები მოედნისკენ მიდიოდა. ის სერიალის რეჟისორია და ერთ-ერთ როლს თამაშობს.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე