ბრაზილიის პარლამენტი პრეზიდენტ დილმა რუსეფის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

საქართველო, თბილისი - 10:42 | 03.12.2015
ნანახია: 1727

ბრაზილიის პარლამენტი პრეზიდენტ დილმა რუსეფის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. Associated Press-ის ინფორმაციით, იმპიჩმენტის პროცესის საფუძველი რუსეფის მიერ ფინანსების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდება გახდა.

მანამდე ოპოზიცია კონგრესს პრეზიდენტის გადაყენებას სთხოვდა. ოპოზიცია საგადასახადო კოდექსის დარღვევასა და რუსეფის მიერ 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფო ხარჯების გამოყენების გამო გამოძიების დაწყებასაც მოითხოვდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე