ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად რჩება

საქართველო, თბილისი - 12:21 | 10.07.2018
ნანახია: 1522

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი გუნდის მთავარ ტერენერად რჩება.

მედიის ინფორმაციით, სამპაოლი არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს კლაუდიო ტაპიას შეხვდა. გადაწყდა, რომ სამპაოლი ნაკრების თავკაცად დარჩება გუნდის ხელმძღვანელობის წინააღმდეგობის მიუხედავად. შესაბამისად ასოციაცია სამპაოლის 8 მლნ დოლარის კომპენსაციას აღარ გადაუხდის.

არგენტინა მსოფლიო  ჩემპიონატზე მერვედფინალში საფრანგეთთან 3:4 დამარცხდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე