მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 11 ივლისს დაასახელებს

საქართველო, თბილისი - 12:37 | 09.07.2018
ნანახია: 836

პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 11 ივლისს დაასახელებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები უმრავლესობასთან ჯერ არ გამართულა. მისივე ინფორმაციით, მმართველი გუნდსა და პრემიერ მინისტრს შორის კონსულტაციები რამდენიმე დღეში შედგება.

„ალბათ, პრემიერი შემადგენლობას ოთხშაბათს წარმოადგენს, შემდეგ დაიწყება ნდობის გამოცხადების პროცედურა”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე