თურქეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:35 | 09.07.2018
ნანახია: 843

თურქეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალში მატარებლის 338 მგზავრი გადაიყვანეს, მათგან 124 მკურნალობას განაგრძობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ მომენტისთვის მატარებლის კატასტროფის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.

გავრცელებული ცნობით, ედირნედან სტამბოლში მიმავალი მატარებლის რამდენიმე ვაგონი, რომელშიც 362 მგზავრი იმყოფებოდა, თექირდაღის პროვინციაში რელსებიდან გადავიდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე