ქედაში თოვს

საქართველო, თბილისი - 10:27 | 03.12.2015
ნანახია: 1595

ქედაში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა. როგორც ქედის მუნიციპალიტეტი საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს, თოვლის საფარი ამ დროისთვის დაბაში 10 სმ-ს აღწევს. მაღალ სოფლებში კი 20 სმ-ია.

ამ დროისთვის ქედაში სიტუაცია სტაბილურია.

ყველა მიმართულებით შესაძლებელია საავტომობილო მიმოსვლა. რაც შეეხება ელექტროენერგიას, უმეტეს ადმინისტრაციულ ერთეულს უწყვეტად მიეწოდება. შეზღუდულია მხოლოდ ოქტომბრის, მერისის, წონიარისისა და მახუნცეთის თემებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე