აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერების დაღვრის ფაქტს, რუსეთის ხელისუფება საქართველოსთან ერთად გამოიძიებს - გრიგორი კარასინი

საქართველო, თბილისი - 14:51 | 06.07.2018
ნანახია: 914

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერების დაღვრის ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან ერთად გამოიძიებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განუცხადა.

„საქართველოში შვეიცარიის საელჩოში განთავსებული რუსეთის ინტერესების სექცია მუდმივ კონტაქტზე იმყოფება, პირველ რიგში, შვეიცარიის ელჩთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს და მეორე მხრივ, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა დავადგინოთ 2 ივლისს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის ყველა დეტალი“, – აღნიშნა კარასინმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერების დაღვრის გამო, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე