სასამართლომ თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულს პატირმობა შეუფარდა
საქართველო, თბილისი - 14:33 | 06.07.2018 ნანახია: 1108
სასამართლომ თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიმამრის არაპირდაპირი განზრახვით, განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა. აღნიშნულ ინფორმაციას საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
"წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2018 წლის 1 ივლისს, ქ. თბილისში, ვარკეთილში, რ. გ.-მ , საკუთარი საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახის აივნიდან, იმავე უბანში მდებარე სხვა კორპუსის მიმართულებით, განახორციელა გასროლა, მისსავე კანონიერ მფლობელობაში არსებული 1985 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის „ნაგანის“ სისტემის რევოლვერიდან. გასროლის შედეგად, საცხოვრებელი სახლის აივანზე მდგომმა შ. მ.-მ მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში, გულისა და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ბრალდებულ რ. გ.-ს გაცნობიერებული ჰქონდა მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა არ სურდა ეს შედეგი და გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას, მასვე ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ასევე ბრალად შერაცხული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების შეფასების შედეგად, მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა პატიმრობა", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებას.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 23 აგვისტოს, 13:00 საათზე.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















