„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გიორგი კვირიკაშვილს მამუკა ბახტაძე შეცვლის

საქართველო, თბილისი - 16:26 | 05.07.2018
ნანახია: 797

გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ, რაც ლოგიკური გადაწყვეტილებაა და მიმდინარეობს პროცედურები ახალი პრემიერით მისი ჩანაცვლების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ინფორმაცია გიორგი კვირიკაშვილის გარიცხვის შესახებ სწორი არ არის, რადგან პრემიერ-მინისტრი შეიცვალა ქვეყანაში და ბუნებრივია, რომ შესაბამისი ჩანაცვლება მოხდება.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი პრემიერ-მინისტრი შეცვლის.

„გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ, რაც ჩემი აზრით, ლოგიკური გადაწყვეტილებაა და მიმდინარეობს პროცედურები ახალი პრემიერით მისი ჩანაცვლების შესახებ”, – განაცხდა ჩუგოშვილმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე