მელანია ტრამპი დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის დროშის ფერებში გამოეწყო (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 14:38 | 05.07.2018
ნანახია: 2340

მელანია ტრამპი გადატანილი ოპერაციის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა და ახლა ის  ამერიკელებს თავისი ეფექტური გამოსვლებით ახარებს. გუშინ აშშ-ის პირველი ლედი თავის მეუღლესთან დონალდ ტრამპთან ერთად დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პიკნიკი გამართა. ღონისძიებაზე მელანიას ამერიკული დროშის ფერებით გაფორმებული გრძელი კაბა ეცვა.

თეთრი სახლის კიბეებზე ცოლ-ქმარი ხელჩაკიდებული გამოვიდა და ამით აჩვენა, რომ მათ ურთიერთობაში იდილია მეფობს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას იმისთვის, რომ ამერიკა არის ძლიერი, უსაფრთხო და ძლევამოსილი სახელმწიფო“, - აღნიშნა საზეიმო გამოსვლაში პრეზიდენტმა.

ღონისძიება ფოიერვერკებით დასრულდა, რომელსაც თვალს პრეზიდენტი და პირველი ლედი რეზიდენციის აივნიდან ადევნებდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე