ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად 14 წლის მოზარდი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:18 | 04.07.2018
ნანახია: 1145

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი უმცროს ძმასთან და იმავე სოფლის მკვიდრ თანატოლთან ერთად, მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძზე ავიდა და დენმა დაარტყა. 

ის ადგილზე დაიღუპა.

ადგილობრივების განცხადებით, მოზარდი სპორტსმენი იყო და ბოძზე სავარჯიშოდ ავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე