„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის შვილი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 14:12 | 04.07.2018
ნანახია: 919

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის შვილი სირიის სამთავრობო არმიასთან შეტაკების დროს მოკლეს. ამის შესახებ Associated Press-ი ტეროროსტების მიერ ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც აღნიშნულია, ტერორისტლ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ ექაუნთებში განთავსდა ბიჭის ფოტო, რომელსაც ხელში იარაღი უჭირავს. მას ჰუზაუფ ალ ბადრის -„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის შვილს უწოდებენ. ტერორისტები განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ბიჭი მკვდარია.

სააგენტო აღნიშნავს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ალ ბაღდადის ვაჟის სიკვდილის თარიღს არ აზუსტებს. ტერორისტების განცხადებაში ნათქვამია, რომ ის შეტაკების დროს რუსი და სირიელი სამხედროების მონაწილეობით ჰომსის პროვინციაში ელექტროსადგურზე მოკლეს.

მედია არაერთგზის იუწყებოდა თავად ალ ბაღდადის სიკვდილის შესახებ, თუმცა  ეს ინფორმაცია ოფიციალურად არასდროს დადასტურებულა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე