უჩა ნანუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:48 | 02.12.2015
ნანახია: 1597

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში იან კელისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ომბუდსმენმა დიპლომატს საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მართლმსაჯულების, პენიტენციური სისტემისა და პროკურატურის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით გატარებული რეფორმები და არსებული გამოწვევები განიხილა; ისაუბრა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე