საფრანგეთში დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს

საქართველო, თბილისი - 16:43 | 02.07.2018
ნანახია: 1326

ბელგიელმა სამართალდამცველებმა აღკევთეს ტერაქტი, რომელსაც ირანული წარმოშობის  ბელგიის მოქალაქეები 30 ივნისს საფრანგეთში გეგმავდნენ.

ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ირანული წარმოშობის ბელგიის ორი მოქალაქე - ცოლ-ქმარი ანტვერპენის სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. მათ ტერორისტული ხასიათის თავდასხმასა და დანაშაულის მომზადებაში ადანაშაულებენ.

გამოძიების მონაცემებით, დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან 30 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ვილპენტში, ირანული მემარცხენე რადიკალური ორგანიზაციის კონფერენციაზე აფეთქების მოწყობის მცდელობაში. კონფერენციას 25 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე