გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველო, თბილისი - 18:46 | 02.12.2015
ნანახია: 1764

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგრადში იმყოფება, სადაც ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

სერბეთის თავმჯდომარეობით დღეს დელეგაციის ხელმძღვანელებისთვის ოფიციალური მიღებით გაიხსნება.

ხვალ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენალურ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი გააკეთებს განცხადებას უსაფრთხოების გამოწვევებზე ეუთო-ს სივრცეში და ყურადღებასგაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია  გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან; ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა დაადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან მაიკლ გეორგ ლინკთან; ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ასტრიდ თორსთან; ეუთო-ს წარმომადგენელთან მედიისთავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩთან და რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ასევე გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე