ინიესტამ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა

საქართველო, თბილისი - 15:29 | 02.07.2018
ნანახია: 1349

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, მსოფლიო და ევროპის ორგზის ჩემპიონმა ანდრეს ინიესტამ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ განაცხადა.

 „ეს ნაკრებში ჩემი უკანასკნელი თამაში იყო. ჩემს კარიერაში შესანიშნავი ეპოქა დასრულდა. რა თქმა უნდა, გამოთხოვება ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მსურდა, მაგრამ ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება“, - განაცხადა ფეხბურთელმა.

ინიესტა ესპანეთის ნაკრებში 2006 წლიდან თამაშობდა, ამ დროის განმავლობაში მან 133 მატჩი გამართა, სადაც 13 გოლი გაიტანა, 2010 წელს მოიგო მსოფლიო და 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე