ავღანეთში დაღუპულ ქართველ კარისკაცს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ

საქართველო, თბილისი - 08:05 | 25.09.2015
ნანახია: 2077

დღეს, 25 სექტემბერს, ავღანეთში დაღუპულ ქართველ კარისკაცს სამშობლოში ჩამოასვენებენ.

 "დაგვიდასტურა ავღანეთმა, სარდლობამ, ხვალ მოხდება ჩამოსვენება თბილისში, სპეციალური ამერიკული თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, სამშაბათს იქნება დაკრძალვა. საბედნიეროდ მოვახერხეთ, რომ პროცედურა შეგვემოკლებინა და მინიმალურ ვადებში დასრულდა ექსპერტიზა, რაც სავალდებულოა ასეთ შემთხვევებში", - განაცხადა გუშინ თინათინ ხიდაშელმა.

გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის გადაწყვეტილებით, ვასილ ყულჯანიშვილის რუსთავში სამშაბათს დაკრძალავენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს დაიღუპა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე