ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულსა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ
საქართველო, თბილისი - 12:42 | 29.06.2018 ნანახია: 1675
ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაშიბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ამ წუთებში მოსამართლე გიორგი კერატიშვილმაგამოაცხადა.
როგორც პროცესზე პროკურორმა განაცხადა, დანა და ტანსაცმელი ამოღებული არ არის, შესაბამისად ნივთიერი მტკიცებულებების დამალვის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობა უნდა შეფარდებოდათ.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ჯანჯღავას ირაკლი ნოზაძის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა.
როგორც არჩილ შაბაშვილმა განაცხადა, ჯანჯღავა ორი მცირეწლოვნის, 5 და 6 წლის შვილების დედაა, სახლში კი მოხუცი ბებია ჰყავს და ოჯახის მარჩენალი თავადაა. ადვოკატის განმარტებით, თუკი, სასამართლო მკაცრ აღკვეთის ღონისძიების სახეს - პატიმრობას გამოიყენებდა, ბავშვები უპატრონოდ დარჩებიან.
პროკურორის განმარტებით, ნათია თოფურიას ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა, რის გამოც, მისი ჩვენება გადასამოწმებელია. ადვოკატ კახაბერ პაპავას თქმით კი, თოფურიას მხოლოდ მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა. მისი განმარტებით, თოფურია მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს, რადგან ორი მცირეწლოვნის, 2 და 3 წლის შვილების დედაა.
კახაბერ პაპავამ ნათია თოფურიას 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, არჩილ შაბაშვილმა კი, თამთა ჯანჯღავას 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. აღნიშნული შუამდგომლობები სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















