ნატო-ს სამიტზე ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 10:41 | 27.06.2018
ნანახია: 826

ნატო-ს სამიტზე ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მოთმინებით დაელოდება იმ ნაბიჯებს, რომელიც ნატოში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილების მიღება. ნატო-ს სამიტზე ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ნატო-სთან თანამშრომლობის პროცესში, არაერთი ინიციატივა ხორციელდება ნატო-სთან თანამშრომლობით, რაც, ბუნებრივია, აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს და ჩვენ მოთმინებით დაველოდებით თითოეულ იმ ნაბიჯს, რომელიც არის დაკავშირებული ნატო-ში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციასთან. ამ კუთხით ჩვენი პოლიტიკა იქნება თანმიმდევრული და მიზანმიმართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე