ჯანლუიჯი ბუფონი „პსჟ“-სთან კონტრაქტს მომდევნო კვირას გააფორმებს

საქართველო, თბილისი - 13:34 | 26.06.2018
ნანახია: 1342

ტურინის „იუვენტუსის“ გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი მომდევნო კვირას ხელს მოაწერს კონტრაქტს საფრანგეთის კლუბ „პსჟ“-სთან.

40 წლის იტალიელი ფეხბურთელის კონტრაქტი ორწლიანი იქნება. მხარეებმა უკვე შეათანხმეს ხელშეკრულების ყველა დეტალი. გოლკიპერი პარიზში უქმეებზე ჩავა სამედიცინო შემოწმებისთვის, რის შემდეგაც ფრანგული გრანდის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

ბუფონი „იუვენტუსში“ 2001 წლიდან თამაშობდა, მან ცხრაჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. გასულ სეზონში ბუფონმა ტურინის კლუბში 41 თამაში ჩაატარა და 36 ბურთი გაუშვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე