ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 12:14 | 26.06.2018
ნანახია: 863

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი.

როგორც ბრიფინგზე პრემიერმა აღნიშნა, სიაში არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებული არიან უმძიმეს დანაშაულებებში

მისივე ინფორმაციით, სიაში შევიდნენ პირები, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ, სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. 

მისივე განცხადებით, სია ამომწურავი არ არის.

„სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 კაცი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიბზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.

მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ ყველა შესაძლო შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად“, -განაცხადა პრემიერმა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე