რუსი მომღერალი, რომელიც ავიარეისიდან ცუდი სუნის გამო მოხსნეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 26.06.2018
ნანახია: 1499

მაისში ავიაკომპანია „Transavia“ იძულებული გახდა განეხორციელებინა საგანგებო დაშვება, რაც გამოწვეული იყო ერთ-ერთი მგზავრის აუტანელი სუნის გამო.

მისი სალონში ყოფნა იმდენად შეუძლებელი გახდა სხვა მგზავრებისთვის, რომ ზოგმა გონებაც კი დაკარგა. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ჰქონდა აბაზანა მიღებული.

ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მამაკაცის ოთახში ჩაკეტვაც კი სცადეს, ვიდრე მფრინავები პორტუგალიის სამხრეთ ნაწილში თვითმფრინავს დასვამდნენ.

მოგვიანებით, რეისიდან მოხსნილი მგზავრი რუსი მუსიკოსი ანდრეი სუჩილინი აღმოჩნდა, რომელიც ინციდენტიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში მოხვდა. ექიმები ცდილობდნენ მის გადარჩენას. თუმცა, ის ინფექციური დაავადების ფონზე გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე