ირაკლი კობახიძე აშშ-ში ვიზიტს იწყებს

საქართველო, თბილისი - 10:33 | 26.06.2018
ნანახია: 824

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს იწყებს.

ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან  -ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა სპიკერ პოლ რაიანს და სამი ქვეყნის აშშ-ის კონგრესის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მეგობართა ჯგუფების წევრებს შეხვდება.

ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა  კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან- ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან, კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეებთან - პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონთან და თანათავმჯდომარე კრის მერფისთან, სენატორ კორი გარდნერთან, ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე  ვეს მიტჩელთან.

ირაკლი კობახიძე, ასევე, მონაწილეობას ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოსა(AFPC)  და ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე