წეროვანთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 13:51 | 25.06.2018
ნანახია: 1071

წეროვანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა.

ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი მცხეთის კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე