ახმეტაში, მდინარე ილტოში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 09:49 | 25.06.2018
ნანახია: 995

ახმეტაში, მდინარე ილტოში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო.

თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი მდინარე ილტოზე მდებარე ე.წ. საგუბრის ტერიტორიაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც მოზარდი გაუჩინარდა,, მეგობრებმა მისი ძებნა დაიწყეს.

გავრცელებული ცნობით, ე.წ. საგუბარში წყლის დაცლის შემდეგ, ახალგაზრდის ცხედარს ფსკერზე მიაკვლიეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე