ქუთაისში 12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000 ლარი დაჯდა

საქართველო, თბილისი - 15:25 | 02.12.2015
ნანახია: 1606

თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდებს საჩუქრად ბურთები გადასცეს და სიმბოლურად კარში გოლიც გაიტანეს. 
12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000 ლარი დაჯდა. სამუშაოები შ.პ.ს ,,თეგიკა უნივერსალმა" შეასრულა.
„მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ ერთეულში იყოს კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი. თუმცა, აუცილებელია ასევე მისი მოვლა, ამიტომ მომავალი წლის ბიუჯეტში ჩავდევით მოვლა პატრონობისთვის გარკვეული თანხები", - აღნიშნა შოთა მურღულიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე