სრულად ჩამოვაწერთ ყველას 2013 წლის პირელ იანვრამდე არსებულ საგადასახადო დავალიანებას - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 16:38 | 19.06.2018
ნანახია: 2457

„სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის პირელ იანვრამდე,“ - ეს ინიციატივა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში გაახმაურა.

ბახტაძის განცხადებით, 2011 და 2012 წლებში კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახო ვალდებულებები, რასაც მისი გუნდი შეცვლის. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვანი იდეის გათვალისწინებით, რომ გვსურს, ეკონომიკაში თითოეული აქტივი მონაწილეობდეს სრულფასოვნად, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის პირელ იანვრამდე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ბახტაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 36 ათას გადამხდელს შეეხება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე