პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

საქართველო, თბილისი - 11:18 | 19.06.2018
ნანახია: 759

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. 

დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის 14 კანდიდატის პროგრამას მოუსმენენ საპარლამენტო კომიტეტები, ფრაქციები, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა. 

დღის ბოლოს კი ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელებენ. 

ასევე, 20 ივნისს გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

ცნობისთვის, მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად გუშინ წარედგინა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე